გივი მიქანაძემ საქართველოს ეკონომისტთა ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას მნიშვნელოვან სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს და განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

„შუა დერეფნის განვითარება საქართველოსთვის არაერთ ახალ შესაძლებლობას გააჩენს. ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებისთვის კი, სატრანსპორტო და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცოდნას, ტექნოლოგიურ პროგრესს, ინოვაციებსა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას. ამ მიმართულებით მინდა, გამოვყო რეგიონული უნივერსიტეტების მნიშვნელობა, ვინაიდან მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

ჩვენი მიზანია, რეგიონულ უნივერსიტეტებს მაქსიმალურად შევუყოთ ხელი თანამედროვე ცოდნის გავრცელებაში, კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და საერთაშორისო კავშირების გაღრმავებაში. სწორედ ამას ემსახურება უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე ეროვნული რეფორმა”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები, ახალგაზრდა მკვლევრები და დარგის წამყვანი ექსპერტები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე