დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახლად აშენებული დამატებითი კორპუსი გახსნა.

გივი მიქანაძემ და ზურაბ პატარიძემ განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს.

სკოლის ინფრასტრუქტურას ასევე გაეცნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აშენდა 400 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი შენობა, სადაც მოეწყო დახურული სპორტული დარბაზი. კორპუსი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.

სამშენებლო სამუშაოები აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ განახორციელა და პროექტის ღირებულება 2 500 000 ლარია.

სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაგეგმილია მახინჯაურის სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი და მეორე, ძირითადი კორპუსის მშენებლობა, სადაც საკლასო ოთახებთან ერთად განთავსდება - ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ლაბორატორიები და სხვა ფუნქციური სივრცეები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე