გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მრჩევლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

გივი მიქანაძემ დელეგაციის წევრებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მიღწეული შედეგები და განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში სწავლის მიმართ იორდანიელი ახალგაზრდების მზარდ ინტერესზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე