ზვიად გაბისონია ახალციხეში მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს დაესწრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მინისტრის მოადგილემ უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობისა და ქვეყანაში სამეცნიერო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე.

ფესტივალის ფარგლებში ღია სივრცეში მოეწყო „მეცნიერების ქალაქი“, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების, პარტნიორი ორგანიზაციების, სკოლებისა და კერძო სექტორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტები.

ფესტივალზე ზვიად გაბისონიამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები დააჯილდოვა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები.

მეცნიერების რეგიონული ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მისი მიზანია რეგიონებში სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება, რეგიონული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა და უნივერსიტეტებს, სკოლებს, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე