ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ლესლი ბეარმან ლამსა და სოციალური სექტორის სპეციალისტს, მამატკალილ რაზაევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ბანკთან თანამშრომლობის პრიორიტეტები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

გივი მიქანაძემ ADB-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ საქართველოს ახალ კანონპროექტს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მზადყოფნა დაადასტურეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ბაია კვიციანი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს შეხვდაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სოციალური სექტორის სპეციალისტს, მამატკალილ რაზაევს შეხვდა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამორჩეული ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GW) დელეგაციას უმასპინძლა.
ყველა სიახლე