საქართველოს პარლამენტმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა თითოეულ პედაგოგს მრავალწლიანი შრომისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.

პედაგოგთა მიღების ფარგლებში შალვა პაპუაშვილმა და მარიამ ლაშხმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის ყველა ლაურეატს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოშვებული სამახსოვრო მედალიონები გადასცეს.

მიღების დასრულების შემდეგ, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ზოგადი განათლების რეფორმა – ცვლილებები, გამოწვევები და მოლოდინები“.

დისკუსიას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი უძღვებოდა. მასში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი და მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატი პედაგოგები.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, მასწავლებლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორ იუ იუნფენგს შეხვდა.გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში გაიმართა.ბაია კვიციანმა აზიის განვითარების ბანკის განვითარების საკონსულტაციო მისიის ხელმძღვანელთან შემაჯამებელი შეხვდრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) სოციალური სექტორის სპეციალისტთან და საკონსულტაციო მისიის ხელმძღვანელთან, მამატკალილ რაზაევთან, მისიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე