ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8089

ფილტრი

ნაპოვნია8089

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლისა და პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლა დაიწყო

საქართველოს მასშტაბით მოქმედ საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში 2021 წლის ერთიანი მიღების ფარგლებში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო წელი დაიწყო.

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ახალ ელჩთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ახლად დანიშნულ ელჩს ანა მარია შიკოს უმასპინძლა. მხარეებმა 2021 წლის მარტში საქართველოსა და უნგრეთს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე უმაღლესი და პროფესიული განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ეკატერინე დგებუაძემ საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორ ქართველ მოსწავლეებს გამარჯვება პირადად მიულოცა

2021 წელს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე ინფორმატიკის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 1 ვერცხლის, 11 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ოლიმპიადების საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კი წარმატებული ასპარეზობისთვის ფულადი პრემია მიიღეს.

ლალი დალაქიშვილი – ქართულის, როგორც მეორე ენის მენტორი მასწავლებელი

„შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს“, – აცხადებს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლალი დალაქიშვილი, რომლის პედაგოგიური მოღვაწეობა თითქმის 40 წელს ითვლის. უფროსი მასწავლებლობიდან მენტორობამდე განვლილ გრძელ გზაზე პედაგოგმა არაერთ წარმატებას მიაღწია – 2018 წელს ის საუკეთესო მასწავლებელთა ათეულის წევრი, ხოლო 2019 წელს – ქართული, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი გახდა.

ნინო ალანია – უფროსი სპეციალური მასწავლებელი

პროფესიით მათემატიკოსმა ნინო ალანიამ უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი წელს მიიღო და ზუგდიდის სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლაში მუშაობა სპეციალურ მასწავლებლად გააგრძელა. ნინო 2014 წლიდან არის ჩართული ინკლუზიურ განათლებაში და ცდილობს, ცოდნა და გამოცდილება გაიღრმაოს როგორც სპეციალურმა მასწავლებელმა. სსსმ მოსწავლეებზე ზრუნვა ყოველთვის იზიდავდა, ამიტომაც გადაწყვიტა მეტი ესწავლა ამ მიმართულებით.

ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე ესეების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე ესეების კონკურსს – „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“ აცხადებს.

მიხეილ ჩხენკელმა კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ გამარჯვებული ახალგაზრდა წარმატებული მეცნიერები დააჯილდოვა, კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება ნარჩუნდება

გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 172 სკოლა და ცალკეული 408 კლასი.

საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობა პროფესიული განათლების სფეროში ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროფესიულ განათლებაში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, გერმანიის მთავრობა საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმის მხარდაჭერას აგრძელებს და რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტო გრანტს – 24 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს ფაქტი საქართველოს მხრიდან პროფესიული განათლების განვითარებისთვის გადადგმული პროგრესული ნაბიჯების კიდევ ერთი აღიარებაა.

საჯარო სკოლებში ენერგოეფექტურობის პროგრამის განხორციელების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა სამინისტროებსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის საქართველოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ნუნუ მიცკევიჩმა საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ გახსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა VI საერთაშორისო კონფერენციას „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ უმასპინძლა. კონფერენცია ონლაინ ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა, კონფერენციის მონაწილეებს საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სამეცნიერო საზოგადოება ქვეყნისათვის საჭირო და გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებულ მოხსენებებს წარმოადგენს.

აგრარული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიზნობრივი საგრანტო კონკურსები გამოცხადდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან, Horizon Europe ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან და რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელ ჯაბა საბუშიასთან ერთად, აგრარული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობის საკითხები განიხილა, რაც მეცნიერებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

UNICEF-მა საქართველოს სკოლებს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამცავი საშუალებების დამატებითი მარაგი გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც იაპონიის სრულუფლებიან ელჩთან იმამურა აკირასთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან ერთად სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსები საჩუქრად გადასცა.

მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელების დეტალები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ახლად დაფუძნებული ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით დუალური განათლების სარგებლიანობა კვლევამ დაადასტურა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით აგრარულ სექტორში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელში ჩართული ბიზნესებისთვის შეგირდი სტუდენტების ყოლასთან დაკავშირებული ხარჯები და სარგებელი. კვლევის შედეგების ონლაინ პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, კერძო სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

თამარ დევდარიანი – ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი

„ქართული ენის მასწავლებლობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ვინაიდან ეს ოცნება ამიხდა, ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ ჩემს მოსწავლეებსაც ისე შევაყვარო სახელმწიფო ენა, როგორც მე მიყვარს“, – აცხადებს თამარ დევდარიანი, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე წელს სამედიცინო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. პედაგოგს ეამაყება, რომ ქართული ენის ასეთი სწავლებისთვის სულ ახლახან სამედიცინო უნივერსიტეტიდან მადლობის წერილი მიიღო: „ჩემთვის ამაზე დიდი წარმატება და სიხარული არ არსებობს. ჩემი გულწრფელი სურვილია, მყავდეს ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე და სტუდენტი, რომლებიც უკეთესობისკენ შეცვლიან ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – ამბობს პედაგოგი.

ქეთევან გაგოშიძე – უფროსი სპეციალური მასწავლებელი

ქეთევან გაგოშიძემ სკოლაში ფსიქოლოგად მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო. წლების განმავლობაში მუშაობდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და მათი მშობლების სხვადასხვა საჭიროებაზე, რამაც ძალიან დააინტერესა და გადაწყვიტა, სპეციალური მასწავლებელი გამხდარიყო.

შავი ზღვის სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის (SRIA) მორიგი შეხვედრა გაიმართა

შავი ზღვის სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის (SRIA) იმპლემენტაციის მხარდამჭერი საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მხარდამჭერი ინიციატივები, დღის წესრიგის იმპლემენტაციის საკითხები და მომავალი წლის გეგმები ლურჯი ეკონომიკისა და შავი ზღვის განვითარების მიმართულებით.

ბოლო კვირის მონაცემით, სკოლებში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ შემცირებულია

ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა. ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია.