ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ციურიხის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სტიპენდიები

ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (Center for Eastern European Studies (CEES), 2027 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ინოვაციურ ახალგაზრდა ან საშუალო რგოლის მკვლევრებს სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროდან, სთავაზობს 5-6 რეზიდენტულ სტიპენდიას (ფელოუშიპს). მათი კვლევა უნდა ეხებოდეს აღმოსავლეთ ევროპასთან, რუსეთთან, კავკასიასთან ან ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებულ ისტორიულ ან თანამედროვე თემებს. სტიპენდია გათვლილია ოთხ თვემდე პერიოდზე და იწყება 2027 წლის თებერვლის შუა რიცხვებში.

 

კვლევების ცენტრი CEES 2027 წლის გაზაფხულის სემესტრის პროგრამისთვის განსაკუთრებით დაინტერესებულია იმ მკვლევართა განაცხადებებით, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური ტენდენციებით, ეკონომიკური დაკავშირებადობით და/ან ტრანსნაციონალური სოციალური თუ კულტურული საკითხებით.

 

CEES-ის სტიპენდიის პროგრამა, როგორც წესი, გულისხმობს ციურიხის უნივერსიტეტში ოთხთვიან (ერთი სემესტრი) რეზიდენტულ დასაქმებას. ამ პერიოდში სტიპენდიანტმა უნდა განახორციელოს დამოუკიდებელი კვლევა და აქტიურად ჩაერთოს CEES-ის სამეცნიერო საქმიანობაში. სტიპენდიანტს ექნება წვდომა შესაბამის ბიბლიოთეკებსა და CEES-თან დაკავშირებულ ექსპერტთა ინტერდისციპლინურ საზოგადოებაზე. სტიპენდიანტი ჩაატარებს ლექციას, სემინარს ან ვორქშოფს საკუთარი კვლევის თემაზე. ცენტრი ასევე მოელის სტიპენდიანტის მიერ კვლევის შედეგების CEES-ის რომელიმე პუბლიკაციაში გამოქვეყნებას.

 

დაფინანსება მოიცავს სტიპენდიას საცხოვრებელი ხარჯებისთვის, ასევე მგზავრობისა და ადმინისტრაციულ ხარჯებს ოთხ თვემდე პერიოდის განმავლობაში. ბიბლიოთეკით სარგებლობის გარდა, სტიპენდიანტს ექნება სამუშაო სივრცე და წვდომა CEES-ის სხვა საჭირო რესურსებზე. CEES დაეხმარება სტიპენდიანტს ციურიხის რეგიონში საცხოვრებლის მოძიებაში.

 

გასათვალისწინებელია, რომ განაცხადი განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ამჟამად ჩარიცხულია ან დასაქმებულია მშობლიურ უნივერსიტეტში.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 12 ოქტომბერი.

 

აღნიშნულ თარიღამდე CEES-ში უნდა გაიგზავნოს სრულყოფილი განაცხადი, რომელიც მოიცავს შემდეგ მასალებს: - სამოტივაციო წერილი - კვლევითი პროექტი (3-5 გვერდი) - რეზიუმე/CV (პუბლიკაციების ჩამონათვალის ჩათვლით) - წერილობითი ნაშრომის მცირე ნიმუში (ინგლისურ ენაზე; სტატიის ან წიგნის თავის მოცულობის) - CEES-ში გასამართი ვორქშოფის მოკლე გეგმა/პროექტი - ორი სარეკომენდაციო წერილი ან ორი რეკომენდატორის მონაცემები ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მასალა უნდა იყოს ინგლისურ ენაზე შედგენილი და გაიგზავნოს ერთიანი PDF დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე: [email protected]

 

დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე:

https://www.cees.uzh.ch/en/Fellowship-Program/Current-Call.html

ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲠᲒᲐᲠᲔᲗ

ყველა პროგრამა