This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი კინორეჟისორისა და კინოოპერატორის, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

ალექსანდრე რეხვიაშვილი იყო კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ და ასწავლიდა რეჟისურას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

არის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: „ნუცა“, „გზა შინისაკენ“, „საფეხური“, „მიახლოება“, „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“, „რამაზ ჩხიკვაძე“ , „ფიროსმანი“, „ალავერდობა“ და სხვა.

ალექსანდრე რეხვიაშვილი არაერთი ჯილდოს და პრიზის მფლობელია, მათ შორის: კინოფესტივალის გრან-პრი, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზი, მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი. არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენის კავალერი.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების კუთხით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოლიმპიადის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 49 მონაწილეს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცა. 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 19 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან მეორე ტურში 7 800-ზე მეტი გადავიდა. მესამე, დასკვნით ტურში კი 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეთა ათეული თითოეულ საგანსა და შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში. ოლიმპიადის გამარჯვებულებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ იმ გუნდების წევრები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრირებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში. ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკაშიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
All news