ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი კინორეჟისორისა და კინოოპერატორის, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

ალექსანდრე რეხვიაშვილი იყო კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ და ასწავლიდა რეჟისურას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

არის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: „ნუცა“, „გზა შინისაკენ“, „საფეხური“, „მიახლოება“, „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“, „რამაზ ჩხიკვაძე“ და სხვა.

ალექსანდრე რეხვიაშვილი არაერთი ჯილდოს და პრიზის მფლობელია, მათ შორის: მანჰეიმის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრი, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზი, მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი. არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენის კავალერი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე