მიხეილ ჩხენკელმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრად წიგნები გაუგზავნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მხატვრული ლიტერატურა აჩუქა.
მინისტრისგან მიღებული საჩუქრით მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა #11 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკა განაახლა.
14 თებერვალი წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადება მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელიც ბავშვებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება. ეს დღე ათი წლის წინ დაწესდა. კამპანიაში ყოველწლიურად მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
#BookGivingDay


