ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრად წიგნები გაუგზავნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მხატვრული ლიტერატურა  გადასცა საჩუქრად.

მინისტრისგან მიღებული საჩუქრით მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა #11 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკა განაახლა.

14 თებერვალი წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადება მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელიც ბავშვებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება.  ეს დღე ათი წლის წინ დაწესდა. კამპანიაში ყოველწლიურად მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

 

#BookGivingDay

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე