This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ლევან ღირსიაშვილმა სიღნაღში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ლევან ღირსიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ახალი თაობების აღზრდაში პედაგოგების როლზე გაამახვილა ყურადღება და მათ დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news