This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ბაია კვიციანმა საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა და საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა იესპერ მოლერმა  სამინისტროსა და UNICEF-ს შორის არსებულ გრძელვადიან და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს სკოლამდელი და ზოგადი განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. საუბარი შეეხო აღნიშნული მიმართულებით უკეთესი კოორდინაციისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს, ასევე ბავშვთა აკადემიური მოსწრების ხელშესაწყობად სოციალური მუშაკების როლს.

UNICEF-ის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა განათლების სფეროში სამინისტროსთან მრავალწლიანი პარტნიორობა და ხაზი გაუსვა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას ბავშვების გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს UNICEF-თან თანამშრომლობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა სკოლამდელი განათლების სტანდარტები და საკანონმდებლო განვითარება, სკოლებში ძალადობის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, მედია წიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში, მოწყვლადი ჯგუფების ბავშვებისთვის განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვა.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news