ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ იესპერ მოლერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში  მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტები, რომლებიც სკოლამდელ და ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, უკეთეს კოორდინაციასა და ბავშვთა აკადემიური მოსწრების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

UNICEF-ის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა მრავალწლიანი პარტნიორობა და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას ბავშვების გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის.

თავის მხრივ,  ბაია კვიციანმა იესპერ მოლერს გაწეული  საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს UNICEF-თან თანამშრომლობა მოიცავსისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა სკოლამდელი განათლების სტანდარტები და საკანონმდებლო განვითარება, სკოლებში ძალადობის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, მედია წიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში, მოწყვლადი ჯგუფების ბავშვებისთვის განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე