ბაია კვიციანი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის გახსნილ საზაფხულო სკოლას ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი თბილისის N202 საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებს.
მინისტრის მოადგილემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და  ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან სკოლის საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
თბილისის N202 საჯარო სკოლაში მოქმედ საზაფხულო სკოლაში უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები მონაწილეობენ. მათთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო მომსახურება, მათ შორის ინტეგრირებული კლასი, პირველკლასელთა ტრანზიციისა და პრეპროფესიული მომზადების პროგრამები.
საზაფხულო სკოლის პროგრამა საქართველოს მასშტაბით მოქმედ შვიდ რესურსსკოლაში 19 ივნისს დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამის მიზანია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა. სპეციალურად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შენარჩუნებას. ასევე სოციალური, ემოციური, ფუნქციური და პიროვნული უნარების შემდგომ განვითარებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რესურსსკოლების მოსწავლეებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად, საზაფხულო სკოლის პროგრამას უკვე მეორე წელია ახორციელებს.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
All news