საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2026) ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ჟღენტი გახდა.
ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ამავე სკოლის მოსწავლეებმა – ირაკლი შეროზიამ და თევდორე ონაშვილმა დაიმსახურეს. ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მირზა შანიძესა და ალექსანდრე კაციას, საპატიო სიგელები გადაეცათ.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ეროვნული ნაკრების ლიდერია გიორგი ჭელიძე, თანალიდერი – გივი ნადიბაიძე, ხოლო ასისტენტი – ლაშა ფერაძე.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის ხელშეწყობა.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
All news