This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GW) დელეგაციას უმასპინძლა.

გივი მიქანაძემ დელეგაციის წევრებს საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განსაკუთრებული ყურადღება უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა (SEU) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს (GW) შორის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ორმაგი ხარისხის ერთობლივი ახალი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების დეტალებსა და სამომავლო გეგმებს.

აღინიშნა, რომ სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესის დაყწება დაგეგმილია მომდნევო სემესტრიდან. 3-სემესტრიანი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლება საქართველოში ქართველი და ამერიკელი პროფესორების მონაწილეობით განხორციელდება. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ბოლო სემესტრი აშშ-ში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კამპუსში გაიარონ და სწავლის დასრულების შემდეგ ორივე უნივერსიტეტის დიპლომი მიიღონ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია; GW-ის გლობალური აკადემიური პარტნიორობების ხელმძღვანელი სევინჯ მამადოვა;
GW-ის აკადემიური მიმართულების პრორექტორის მოადგილე, დოქტორი ტერი მერფი; GW-ის ბიზნესის სკოლის დეკანი, დოქტორი სევინ იელთექინი; GW-ის საინჟინრო და გამოყენებით მეცნიერებათა სკოლის დეკანი, დოქტორი ჯონ ლახი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს უმასპინძლასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ლესლი ბეარმან ლამსა და სოციალური სექტორის სპეციალისტს, მამატკალილ რაზაევს შეხვდა.ბაია კვიციანი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს შეხვდაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სოციალური სექტორის სპეციალისტს, მამატკალილ რაზაევს შეხვდა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამორჩეული ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
All news