This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამორჩეული ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მეცნიერებს სიგელები და ჯილდოები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ – რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიის „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ 9 ღვაწლმოსილი მეცნიერი და რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიის კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ გამარჯვებული 11 ახალგაზრდა მეცნიერი და მკვლევარი.

2026 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია: „საერთო საფუძვლის პოვნა სამეცნიერო დიპლომატიის გზით“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა, მეცნიერებმა, მკვლევრებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

მეცნიერების საერთაშორისო დღე გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია „იუნესკოს“ მიერ 2001 წელს დაფუძნდა. ამ დღის მიზანია მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და აქტუალური სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს უმასპინძლასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ლესლი ბეარმან ლამსა და სოციალური სექტორის სპეციალისტს, მამატკალილ რაზაევს შეხვდა.ბაია კვიციანი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს შეხვდაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სოციალური სექტორის სპეციალისტს, მამატკალილ რაზაევს შეხვდა.გივი მიქანაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GW) დელეგაციას უმასპინძლა.
All news