ინკლუზიური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ინკლუზიური სერვისების განვითარების საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ინკლუზიური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ინკლუზიური სერვისების განვითარების საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საბჭოს წევრებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მიღწეული შედეგები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით არსებული უწყებრივი პრიორიტეტები განიხილეს და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მხარდაჭერის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინკლუზიური განათლების დაფინანსების ზრდის საკითხს და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას.
საბჭოს თანათავმჯდომარეები არიან –განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები ბაია კვიციანი და თამარ მახარაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სსიპ-ების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები.


