This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში (Lanzhou University – LZU) საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა საქართველოსა და ჩინეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს განათლების სისტემის თავისებურებებს და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც საქართველო ჩინურ მხარესთან ერთად ახორციელებს.

ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და საქართველოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

ლექციის შემდეგ გივი მიქანაძე ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლანჭოუს უნივერსიტეტში სწავლობენ. მინისტრმა სტუდენტებისგან ინფორმაცია მიიღო სასწავლო გარემოს, აკადემიური პროცესისა და უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ, ასევე გაეცნო მათ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს.

უნივერსიტეტში ვიზიტისას გივი მიქანაძემ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და კვლევითი ცენტრები დაათვალიერა. კერძოდ, მინისტრი ეწვია ლანჭოუს უნივერსიტეტის პირველი საავადმყოფოს სამედიცინო შემოწმების ცენტრს, სამეცნიერო სადამკვირვებლო სადგურების მართვის ცენტრს, იშვიათი იზოტოპების სასაზღვრო მეცნიერებათა ცენტრსა და ჩინეთის განათლების სამინისტროს კვანტური თეორიისა და გამოყენების მთავარ ლაბორატორიას.

LATEST NEWS

ინკლუზიური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ინკლუზიური სერვისების განვითარების საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ინკლუზიური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ინკლუზიური სერვისების განვითარების საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.ზვიად გაბისონიამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლანჭოუს უნივერსიტეტს (Lanzhou University – LZU) ესტუმრა.
All news