ზვიად გაბისონიამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ზვიად გაბისონიამ ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ.
ღონისძიების დასასრულს, ზვიად გაბისონიამ კახაბერ კორძაიასთან ერთად ყველა კურსდამთავრებულს დიპლომები გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, სადაც სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და პროგრამების გამოყენებით კონკურენტუნარიანი კადრები ყალიბდებიან.


