ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზვიად გაბისონიამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ზვიად გაბისონიამ ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ.

ღონისძიების დასასრულს, ზვიად გაბისონიამ კახაბერ კორძაიასთან ერთად ყველა კურსდამთავრებულს დიპლომები გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, სადაც სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და პროგრამების გამოყენებით კონკურენტუნარიანი კადრები ყალიბდებიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში (Lanzhou University – LZU) საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.ინკლუზიური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ინკლუზიური სერვისების განვითარების საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ინკლუზიური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ინკლუზიური სერვისების განვითარების საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლანჭოუს უნივერსიტეტს (Lanzhou University – LZU) ესტუმრა.
ყველა სიახლე