News
This article is available in Georgian only. The Ministry publishes news in Georgian; an English translation is not available.

გივი მიქანაძე რუსთავში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
ინკლუზიურ განათლებაზე საჯარო დიალოგი ონსა და ცაგერში გაიმართა
პროექტი „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ გრძელდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მორიგი შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონსა და ცაგერში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა პანელური დისკუსიის ფარგლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სისტემის შემდგომი განვითარების გზებზე იმსჯელეს.
ლევან ღირსიაშვილი გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ქალაქ გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ ეკატერინე ხუციშვილთან ერთად, სპეციალურ მასწავლებლებს რეგიონულ სასწავლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
გივი მიქანაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული პედაგოგები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლები დააჯილდოვა.
გივი მიქანაძემ ეთერ ქემერტელიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე" მორიგი შეხვედრა ქალაქ ქუთაისში გაიმართა
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
ბაია კვიციანი ამბროლაურში კოლეჯ „ერქვანსა“ და ჭიათურის რესურსსკოლას ეწვია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ამბროლაურში კოლეჯ „ერქვანსა“ და ჭიათურის N12 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ინკლუზიური განათლებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მიმართულებით არსებულ სერვისებს გაეცნო.
გივი მიქანაძე: „ივანე ჯავახიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას - მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარი კერა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს“
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ბაია კვიციანმა ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, კუმარ მიშრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში არტურ გებალთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სასკოლო კონკურსის გამარჯვებული და ფინალისტი მოსწავლეები დააჯილდოვა.
გივი მიქანაძემ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
გივი მიქანაძემ ინტელექტუალური საკუთრების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით: „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში‘‘, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით CERN-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია (CERN)-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
გივი მიქანაძე აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას კენტს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას კენტთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
გივი მიქანაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ დარენ ბიტთან შეხვედრა გამართა.
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და UNDP-ის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და UNICEF-ს შორის ახალი სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გაფორმდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის ახალი, 2026 წლის სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გაფორმდა, რომელიც საქართველოს მთავრობისა და UNICEF-ის 2026-2030 წლების თანამშრომლობის პროგრამას ეფუძნება.No news found.