This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

News

Found8083

Filter

Found8083

This article is available in Georgian only. The Ministry publishes news in Georgian; an English translation is not available.

საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა

საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ დღეს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

მე-12 კლასის ექსტერნის გამოცდების თარიღები ცნობილია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მე-12 კლასში შემავალი საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების განრიგი დაამტკიცა. გამოცდები 21-25 მარტს ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით:

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოში მეცხრედ ტარდება. აღნიშნული კონკურსის ჩატარების მთავარ მიზანს თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან.

საქართველოს მასშტაბით სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდება შენობების მზიდი ელემენტები, სრულად განახლდება წყალ-კანალიზაციის, სახანძრო, გათბობის, ელექტრო მომარაგებისა და ვენტილაციის სისტემები. რეაბილიტაციის შემდეგ ახალ გარემოში ორივე სკოლაში ჯამურად 2 500-მდე მოსწავლის მიღება იქნება შესაძლებელი. პროექტების ღირებულება 8,967,052 ლარია. უახლოეს მომავალში იგეგმება რუსთავის 21-ე, მე-6, მე-3 და შოთა რუსთაველის სახელობის მე-2 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში სკოლებში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა, წინა ორი კვირის მსგავსად, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მნიშვნელოვნად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 1,5%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა.

სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა დამტკიცდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებით, დაამტკიცა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი სკოლებში საგრძნობლად შემცირდა

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა, წინა კვირის მსგავსად, საგრძნობლად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 2,4%-ს, ხოლო მოსწავლეების 1%-ს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, ბოლო ორი კვირაა კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის.

სასწავლო დაწესებულებებში არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება

სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სკოლებისთვის შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი.

პენიტენციური დაწესებულებების არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ლექციები ჩატარდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ბენეფიციარი მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექციები ჩატარდა. პროექტი სამეცნიერო თემატიკის კუთხით მოზარდთა ცნობიერების ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.

მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს ემინ ამრულაევს უმასპინძლა და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა.

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2022 წლის 21 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2022 წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ზეინაბ ბერაძე – ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ზეინაბ ბერაძე ქართულ ენას უკვე 13 წელია ასწავლის. მისი მოსწავლეები წარმატებულები არიან როგორც ოლიმპიადებში, ასევე სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში. ზეინაბ ბერაძის აზრით, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც მასწავლებელს მონდომებული, მოტივირებული მოსწავლეები და შვილების წარმატებით მადლიერი მშობლები ჰყავს.

სკოლებში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა.

მიხეილ ჩხენკელმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრად წიგნები გაუგზავნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მხატვრული ლიტერატურა აჩუქა.

ლალი მარგიანი – ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი

სომხურ-აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებს ლალი მარგიანი მეხუთე წელია ქართულ ენას ასწავლის. სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან მიზნად დაისახა, რომ ბავშვებისთვის საქართველო ჯერ თავისი კულტურით, მწერლობითა და ხელოვნებით გაეცნო. ფიქრობს, რომ მიზანს მიაღწია, მისი მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულები არიან.

მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება

საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.

თამარ მახარაშვილი საჯარო სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო

მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. თამარ მახარაშვილმა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მასწავლებლებთან პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წლისთავს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წლისთავს ულოცავს