This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

News

Found8089

Filter

Found8089

This article is available in Georgian only. The Ministry publishes news in Georgian; an English translation is not available.

ამერიკელი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრთან ითანამშრომლებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბოსტონში შეხვედრები გამართა მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტსა და ჯოსლინის ცენტრში, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან არის აფილირებული.

განათლების ხელშეწყობის მიზნით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი ნიჭიერ სტუდენტებს დააფინანსებს

საქართველოს ოთხ წამყვან უნივერსიტეტსა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც წარმატებულ სტუდენტთა ხელშეწყობას და უმაღლესი განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

მიხეილ ჩხენკელი: ,,ჩვენი ხელისფლების პირობებში ყოველწლიურად მინიმუმ 900 სტუდენტი მიემგზავრება უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად’’

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა ბოსტონში მყოფ ქართველ სტუდენტებთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 119-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას.

ეკატერინე დგებუაძემ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ალექსეი შკურატოვს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ფარგლებში ესტუმრა.

ნუნუ მიცკევიჩმა იტალიური ენის 21-ე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა იტალიური ენის 21-ე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

მსოფლიო რანგის წამყვანი ამერიკელი მეცნიერი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა მსოფლიო რანგის წამყვან ამერიკელ მეცნიერს, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის ჩიკაგოს პროტონული ცენტრის სამედიცინო ფიზიკისა და დოზიმეტრიის დირექტორს, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის პროფესორს, მარკ პანკეკს. მიხეილ ჩხენკელმა ამერიკელ მეცნიერს დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი. შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პროფესორი პანკეკი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდება და ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ და კვლევით პროცესებში აქტიურად ჩაერთვება.

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ აქტიურად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო მომზადდა. იგი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.

მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან და ფონდ “ქართუს” პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (ASTRO 2021) მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა.

მიხეილ ჩხენკელმა მედიაწიგნიერების კვირეული გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მედიაწიგნიერების კვირეული გახსნა, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება დისტანციურ ფორმატში. კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ.

„შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ - ნუნუ მიცკევიჩი თსუ-სა და EPLO-ს ერთობლივი პუბლიკაციის პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის ერთობლივი პუბლიკაციის „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგა. ახალ გამოცემაში თავმოყრილია ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირს, მის ინსტიტუციურ მოწყობასა და ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელ მექანიზმებს შეეხება.

გიორგი ნადირაშვილი – ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი

„ჩემთვის დიდი პატივია, ვასწავლო სახელმწიფო ენა თანამოქალაქეებს“ – აცხადებს ნახიდურის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი გიორგი ნადირაშვილი, რომლისთვისაც ყოველი გაკვეთილი, ტრენინგი, თანამშრომლებთან ურთიერთობა თუ ახალი გამოწვევა მუდმივი განვითარება და ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

ქართული ენის შემსწავლელთათვის ახალი სახელმძღვანელო შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალი სახელმძღვანელო „პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის“ შეიქმნა.

ბოლო კვირის მონაცემით, სკოლის მოსწავლეებს შორის Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა მცირედით იკლო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ვირუსის გამოვლენისთანავე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის საფუძველზე, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. დროული რეაგირების ამ მექანიზმის გამო სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.

ეკატერინე დგებუაძემ სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის არტურ მარტიროსიანის ხელმძღვანელობით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ახალი სკოლა აშენდა

სოფელ ლაილაშში 90 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა.

მიხეილ ჩხენკელმა ლაილაშისა და ორბელის საჯარო სკოლები მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლების, ლაილაშისა და ორბელის საჯარო სკოლებს ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში, დაბრუნება ძალიან დიდი მიღწევაა, რასაც შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის კი საჭიროა როგორც სასკოლო საზოგადოების, ასევე მშობლების მხრიდან სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა.

პროფესიული განათლების მიმართულებით ჩართულ ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, პროფესიული განათლების მიმართულებით ჩართულ ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა გახსნეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მეტი არჩევანის შესაძლებლობას სთავაზობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის მეტი არჩევანის შესაძლებლობებს სთავაზობს.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე სხდომა გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე ონლაინ სხდომა გახსნა, რომლის მიზანს უნივერსიტეტში დაგეგმილი სიახლეების განხილვა წარმოადგენდა.