ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: თუ უნივერსიტეტმა დაკარგა ავტორიზაცია, ერთი წელი მას არ აქვს საშუალება აღმოფხვრის შემთხვევაში, დაადასტუროს - ეს არ არის სწორი და ამაზე ვინუშავებთ

„თუ უნივერსიტეტმა დაკარგა ავტორიზაცია, მას ერთი წელი არ აქვს უფლება განაცხადი თავიდან შემოტანოს – ეს არ არის სწორი და ამაზე ვიმუშავებთ. უნივერსიტეტმა შეიძლება ერთი თვეში გამოასწოროს პრობლემები, თუმცა ერთი წლით დაცდა უწევს. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი დროულად შეძლებს ხარვეზების გასწორებას, ჩვენ ამას მივესალმებით,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბარიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შავი ზღვის უნივერსიტეტის შესახებ საუბრისას მინისტრმა განმარტა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება, შეეჩერებინა უნივერსიტეტისათვის პირველკურსელთა მიღება, ეფუძნებოდა უნივერსიტეტის დავალიანებას, რის გამოც შესაძლებელი იყო გარკვეული რისკები გაჩენილიყო. ამას თავად უნივერსიტეტიც აღიარებდა. როგორც კი შავი ზღვის უნივერსიტეტმა დაფარა მთლიანი დავალიანება და წარუდგინა საბჭოს შესაბამისი დოკუმენტაცია, დამოუკიდებელმა საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

მობილობის თემაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონის თანახმად, სტუდენტს პირველი ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება მობილობაში მონაწილეობის მიღება. მისი თქმით, ამ პრობლემის გადაჭრა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე