ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „რასაც აქ ვუყურებ შეურაცხყოფას, ტყუილს, მონტაჟს და ცილისწამებას, ამ ყველაფერზე მაქვს დეჟავის შეგრძნება, რომ ვცხოვრობ 9 წლის წინ“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში ორდღიანი გამოსვლის შედეგები შეაჯამა.

„დღენახევარი, რასაც აქ ვუყურებ შეურაცხყოფას, ტყუილს, მონტაჟს და ცილისწამებას, ამ ყველაფერზე მაქვს დეჟავის შეგრძნება, რომ ვცხოვრობ 9 წლის წინ. ამიტომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, რომ დღეს, როდესაც აქედან გავალ, მე აღარ ვიცხოვრებ 9 წლის წინ. მე ვცხოვრობ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აქვთ აზრის გამოთქმის უფლება და იმის უფლება, რომ დღენახევარი ერთად შეგვიძლია ვუსმინოთ ფარულ ჩანაწერს და პასუხი გავცეთ ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენ შეგვეფერება. მე მჯერა, რომ ის გზა, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არის მიმართული მხოლოდ რეფორმებისკენ და ამას ალტერნატივა არა აქვს“ - განაცხადა მინისტრმა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე