ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნათია ზედგინიძემ ბიუჯეტის პრიორიტეტული გადანაწილების შესახებ ისაუბრა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნათია ზედგინიძის თქმით, სამინისტრო მიესალმება სახალხო დამცველის მიერ ანგარიშის მომზადებას და სრულად ეთანხმება მასში წარმოდგენილ პრობლემებს:

„სამინისტრო მუდმივად აღნიშნავს, რომ სკოლებში არის მძიმე ვითარება სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ჩვენ პრობლემებს მივუდექით სისტემურად და გასამმაგებული ბიუჯეტით, პირველ რიგში, დავეხმარებით იმ სკოლებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მეორეს მხრივ, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და მარტივად მოსაგვარებელი პრობლემები, როგორებიცაა, მაგალითად ადგილზე საპნის არსებობა და რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მოსწავლეების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო უნდა გახდეს სკოლის მენეჯმენტისთვის, რათა დროულად მოხდეს მათი აღმოფხვრა. ასევე დაუშვებელია, სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სველ წერტილებში პირობები იყოს განსხვავებული. მარტივად გადასაჭრელი პრობლემების მოგვარება სწორედ სკოლის ადმინისტრაციის ვალდებულებაა. ჩვენ ამის მონიტორინგს მუდმივად განვახორციელებთ“ - განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე