ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს, რასაც, ყველამ ვნახეთ, რომ შედეგი არ მოაქვს“

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ბორჯომში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დეპუტატებს რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების დეტალები გააცნო.

კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის წევრებთან ერთად, სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, ერთობლივად განიხილეს რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, უსაფრთხო სკოლა, გამოცდების ახალი მოდელი , განათლების ხარისხის განვითარება და ა.შ.

მინისტრის თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ სისტემაში ფრაგმენტულ ცვლილებებს შედეგი არ მოაქვს, შესაბამისად, აუცილებელია სისტემის სრული

ტრანსფორმაცია, რაც განათლების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს:

„ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს, რასაც, ყველამ ვნახეთ, რომ შედეგი არ მოაქვს. ჩვენი მიზანი არ არის პოპულისტური გადაწყვეტილებები, ჩვენი მიზანია ერთიანი სისტემის ისეთი ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენი შვილების და ქვეყნის წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს. ეს ძალიან რთული პროცესია, საჭიროებს ბევრ მსჯელობას, განხილვას, მაგრამ უალტერნატივოა და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. ამ პროცესში ყველა სეგმენტის ჩართულობა, ყველა კრიტიკული აზრის და რჩევის მოსმენა აუცილებელი და გასათვალისწინებელია“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ რეფორმის განხორციელდების პროცესში ყველა მხარის აქტიური მონაწილეობა, შედეგებზე სწრაფად და პოზიტიურად აისახება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე