ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოქნილი შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) თანამშრომლობით, კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 საფეხურის ახალი პროგრამები შეიმუშავეს. პროგრამების განხილვის მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.

მოკლე ციკლის (ასოცირებული ხარისხი) ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს. მისი მიზანია, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკური ცოდნის და უნარების მქონე პროფესიონალების მომზადება.

პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს საშუალება ექნებათ კრედიტების აღიარებით, სწავლა გააგრძელონ საბაკალავრო პროგრამაზე ან, სამუშაო ბაზარზე გავიდნენ, სადაც ამ საფეხურის შესაბამის მაღალ კვალიფიკაციებზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არსებობს, როგორც ადგილობრივად ისე ევროპაში. ახალი პროგრამების დანერგვა 2020 წლიდან არის დაგეგმილი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე