ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველი პარამოფარიკავეების 2 ოქრო საემიროებიდან

პარასპორტის განვითარების ცენტრში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე პარამოფარიკავეებს - ირმა ხეცურიანს და ნინა თიბილაშვილს შეხვდა და საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული წარმატებები მიულოცა. სპორტსმენებთან შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაიმართა ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშება და 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა, რომელზეც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს - ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ირმა ხეცურიანმა ხმლით მოფარიკავეთა ტურნირის ფინალში, უკრაინელი მეტოქე, ოლენა ფედოტა 15-10 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს ირმას მე-14 ოქროს მედალია მსოფლიო თასის ტურნირებზე, რაც მართლაც გამორჩეული შედეგია.

ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგიანად იასპარეზა და ფინალში ტაილანდელი ატიტაია ჩუკერდის (15:7) დამარცხებით 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საინტერესოა, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში, თიბილაშვილისთვის ეს მესამე ოქროს მედალია - მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ის უკვე მესამე წელია არავის უთმობს.

ქართულ პარასპორტს წარმატებების მთელი სერია აქვს - ძიუდო, წოლჭიმი, მჯდომარე ფრენბურთი და, რა თქმა უნდა, პარაფარიკაობა, სპორტის ამ სახეობებში ჩვენი სპორტსმენები განსაკუთრებული წარმატებებით ასპარეზობენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე