ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს მოწინავე დარგად აქცევს“ - ჯეფრი დევიდ საქსი

გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა მრჩეველმა პროფესორმა ჯეფრი დევიდ საქსმა თსუ-ს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა, სადაც ანათლების მიმართულებით მთავრობის ახალი ინიციატივის - მშპ-ს 6 %- ით განათლების დაფინანსების შესახებ ისაუბრა და განაცხადა:

„საქართველო უახლოეს მომავალში იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც წამყვანი ძალა იქნება განათლება და ცოდნა. საქართველოს უკვე სტუმრობს უამრავი ტურისტი, გარდა ამისა ქვეყანაში მაღალ დონეზეა განვითარებული ჯანდაცვის სისტემა და საფინანსო სექტორი. მთავრობის ახალი მიდგომა - ქვეყნის შემოსავლების დიდი ნაწილი მოხმარდეს განათლებას, არის ის გზა, სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს ზუსტად ისეთივე მოწინავე დარგად აქცევს, როგორც ჯანდაცვას და ტურიზმს. ძალიან მიხარია, რომ მთავრობა სწორედ ამ გზით წავიდა და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ ცვლილებების მიმართ, რასაც ეს საქართველოს მოუტანს”

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე