ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ თაობაზე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო, აკადემიური სფეროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.  

პროგრამის ამოცანას NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება დაNATO-ს სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად სამოქალაქო მეცნიერებისა და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობაწარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებში ხდება მთავრობის, აკადემიური სფეროს ან არაკომერციული ორგანიზაციების, როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტული მხარდაჭერა. იგი ახორციელებს თანამშრომლობას 3 საგრანტო მექანიზმის ფარგლებში:

  • მრავალწლიანია კვლევითი პროექტები (Multi-YearResearchProjects);
  • კვლევითი სემინარები (AdvancedResearchWorkshops);
  • სასწავლო კურსები (AdvancedTrainingCourses).

აღნიშნულ ინიციატივას საფუძველი 1956 წლის 13 დეკემბერს ჩაეყარა, როდესაც ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ NATO-სფარგლებში არასამხედრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაღრმავების თაობაზე წარადგინა მოხსენება, ხოლო ამ მოხსენების ერთ-ერთი უშუალო შედეგი 1958 წელს NATO-ს „მეცნიერების პროგრამის“ დაფუძნება იყო. ამ დროისთვის პროგრამის მთავარ ამოცანას NATO-ს წევრ ქვეყნებში მეცნიერების გადამზადების ხელშეწყობა წარმოადგენდა. იგი თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მუდმივად პასუხობდა სხვადასხვა დროის მოთხოვნებს და  ალიანსის ერთგვარ ბრენდად იქცა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე