ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა

მიხეილ ბატიაშვილმა “ახალი სკოლის მოდელში” ჩართული სკოლების დირექტორებსა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პროექტის მიზნებზე, განხორციელების გზებზე, მოსალოდნელ შედეგებზე, ადმინისტრაციულ და შინაარსობრივ საკითხებზე.

„პედაგოგებთან თანამშრომლობა, მათი ნდობა და მეტი პასუხისმგებლობა - ეს არის ჩვენი რეფორმის საფუძველი. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საპილოტე სკოლების ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან შეხვედრები. ეს ის პროფესიონალებია, რომლებიც ახალი საგაკვეთილო პროცესების დანერგვაზე ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ სკოლებში მუშაობას. ახალი მოდელის განხორციელების დეტალებზე თითოეულ სკოლაში ინდივიდუალურად ვმუშაობთ, ვეცნობით სკოლების საჭიროებებს, რათა მაისის ბოლოს უკვე ვიხილოთ რეფორმირებული სკოლების წარმატებული მაგალითები“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტროს ექსპერტები პედაგოგებთან იმ ძირითად მიმართულებებზე მუშაობენ, როგორიცაა მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმების შემუშავება და დანერგვა, ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება და წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა.

როგორც ცნობილია „ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია და საპილოტე რეჟიმში წარმატებით მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია სასკოლო კულტურის განვითარება და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. აღნიშნულის ხელშეწყობის მიზნით, პროექტში მონაწილე სკოლებში განხორციელდება ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მოხდება სკოლების WiFi-ით სრული დაფარვა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში შექმნილი მხარდამჭერი ჯგუფები ასევე, იმუშავებენ პედაგოგებთან სასწავლო გეგმისა და მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარების კუთხით. პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2023 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე