ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები 2019

2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების წევრთა შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. საქართველო წელს მოსწავლეთა გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს: ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა და ბიოლოგია. მოსწავლეთა შერჩევა მიმდინარე წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩევიან.

წელს პირველად, ფიზიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის ანალოგიურად, ფიზიკის ეროვნული ნაკრების შერჩევის დროს, თეორიულ ტურთან ერთად, პრაქტიკული ტურიც ჩატარდა, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფიზიკურ დანადგართან ემუშავათ და ფიზიკური ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ.

შესარჩევი ტურების შედეგებისა და საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგების მიხედვით, შედგება საქართველოს ნაკრები გუნდები და სარეზერვო შემადგენლობა. გუნდები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე დადგენილი წესის შესაბამისად გაივლიან მომზადების ეტაპსაც.

წვრთნების დასრულების შემდეგ, ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი ფიზიკის 50–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარდგება, IPhO 2019 (თელავივი, ისრაელი, 7 ივლისი - 15 ივლისი); მათემატიკის - 60-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2019 (ბათი, გაერთიანებული სამეფო, 11 ივლისი - 22 ივლისი); ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2019 იასპარეზებს (ბაქო, აზერბაიჯანი, 4 აგვისტო -11 აგვისტო); ბიოლოგიაში - ბიოლოგიის 30-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2019 (სეგედი, უნგრეთი, 14 ივლისი - 21 ივლისი); ქიმიაში საქართველოს ნაკრები გუნდი ქიმიის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას (პარიზი, საფრანგეთი, 21 ივლისი - 30 ივლისი).

2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ოქროს მედლების მფლობელებს 3000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცემათ, ვერცხლის მედლის მფლობელებს - 2000 ლარის, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები, 1000 ლარიანი პრიზით დაჯილდოვდნებიან.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე