ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ თბილისსა და ბათუმში იქნება ცოდნისა და შემოქმედების კერა ჩვენი შვილებისთვის!”

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კომპლექსური რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ განათლების რეფორმა, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს, სისტემის სრულ ტრანსფორმაციას მოახდენს:

,,რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ ის, რაზეც თვეების განმავლობაში ვიმუშავეთ. ეს გახლავთ სკოლებში განათლების ხარისხის ზრდა, რაც პირდაპირ კავშირშია მასწავლებლების კვალიფიკაციისა და ანაზღაურების ზრდასთან. ჩვენ ყველა პირობას შევუქმნით ჩვენს კვალიფიციურ პედაგოგებს, რომ მათი პროფესია იყოს პრესტიჟული, საქმიანობა კი – მაქსიმალურად დაფასებული.

მოგეხსენებათ, 50-ზე მეტ სკოლაში უკვე მიმდინარეობს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო პროცესებში, რათა სწავლება უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას, არამედ კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას მოსწავლეებში. ამით მათ შეეძლებათ წარმატებით მიიღონ 21-ე საუკუნის ყველა გამოწვევა! ცხადია, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოება სკოლებში! ამ მიმართულებით დაგეგმილია და პროცესშია ახალი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც უმოკლეს დროში კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასამმაგდა ბიუჯეტი და ეს ტენდენცია ყოველწლიურად შენარჩუნდება იმისათვის, რომ ჩვენი შვილები განათლებას თანამედროვე, ჯანსაღ გარემოში იღებდნენ, ჰქონდეთ წვდომა ახალ ტექნოლოგიებთან, მაქსიმალურად იყოს დაცული მათი უსაფრთხოება.

„განათლების და მეცნიერების ქალაქი“ ბათუმში, ისევე როგორც თბილისში, იქნება ამ ყველაფრის გამაერთიანებელი კერა ჩვენი შვილებისთვის! აქ, ერთ სივრცეში გაიხსნება თანამედროვე ბიბლიოთეკები და ლაბორატორიები, „კომაროვის სკოლა“, საერთო საცხოვრებელი, სხვადასხვა მიმართულების ხელოვნების სკოლა, სპორტული მოედნები და ტექნოლოგიური ცენტრები, პროფესიული სასწავლებელი“, – განაცხადა მინისტრმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პრემიერს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მეცნიერების ქალაქის დაარსებაში მონაწილეობს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს

სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე