ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „პროექტს „მომავლის განათლება“ - აშშ- ში ტექნოლოგიური მიმართულების წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან წარვადგენთ“

განათლების სფეროში განხორციელებული პირველი პილოტირებული პროექტები აშშ-ში ქნება წარდგენილი -მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და სილიკონ ველიში. ამის შესახებ  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გლობალური სტარტაპ ფონდის ოფიციალურ გახსნისაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და პროექტის უპრეცენდენტო მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომ ტექნოლოგიების სფეროში  ქართველი ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება.

მინისტრის თქმით, ეს იქნება საუკეთესო ნიმუში, თუ როგორ შეიძლება ქართველი ახალგაზრდები გადამზადდნენ, მიიღონ თანამდეროვე ცოდნა ტექნოლოგიების სფეროში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დასაქმდნენ ისეთ საერთასორისო და გლობალურ პროექტებში, რომელშიც დღეს ათეულობით ადამიანია დასაქმებულია მაღთალანაზღაურებად სამსახურში.

„შემდეგ კვირას ჩვენთვის იწყება ახალი ეტაპი, რადგან დადგეგმილი გვაქვს  პირველი პილოტირების ქართული პროექტებით წარვდგეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გვავქს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვდრები ამერიკის სილიკონ ველზე, ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზებთან და ვფიქრობთ, რომ საქართველოში დაბუნდების შემდეგ საერთაშორისო მხარდაჭერითა შემოდგომაზე დავიწყოთ ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ტექნოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების დანერგვა ჩვენს სკოლებში და უნივერსიტეტბში“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა,

რომლის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდება ქართული იდეების, ქართული ბიზნეს პროექტების გლობალურ ბაზარზე გატანა, რომლის განხორციელება საეთაშორისო თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია :

„მოხარული ვართ, რომ ფუძნდბა ფონდი, რომელიც იქნება საუკეთესო ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება ცოდნა იქცეს წარმატებულ პოროექტად და საქართველოში დაბადებული პროექტი გახდეს აღიარებული.

ამ თვეების განმავლობაშ, ჩვენ ვმუშაობდით კონკრეტულ სკოლაში და საუნივერსიტეტო პროგრამაზე თუ როგორ ვხედავთ ჩვენ მომავალ განათლებას, რომელმაც უნდა მოგვიტანოს მაღალი დონის და მაღალი ხარისხის განათლება. ჩვენ რეალურად არ გვაქვს მოსაცდელი დრო, ამიტომ ისეთი ნაბიჯები უნდა განვახორციელოთ, რომელიც ქართულ განათლებას გახდის ხვალინდელი დღეს.  ამიტომ, ჩვენ, სამინისტროში ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად, დავასრულეთ ერთი ეტაპი, რომელიც სწორედ ხვალინდელ განათლებაზეა ორიენტირებული და რომელიც ყველაზე მეტად ორიენტირებულია ტექნოლოგიებზე და მომავალი თაობის განვითარებაზე და ცოდნის მიწოდების ხარისხის გაზრდაზე“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე