ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „დღეს სომხეთში მიმდინარეობს სამინისტროების გაერთიანება და ყალიბდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული უწყება. კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და სტრატეგია“

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც  საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს არაიკ არუთინიანს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროების სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისა და  ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს. მიხეილ ბატიაშვილმა სომეხ კოლეგას განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალები გააცნო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი და დელეგაციის სხვა წევრები.

„დღეს გვქონდა შეხვედრა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან. მათთვის ახლა ძალიან აქტუალური დროა, რადგან საქართველოს ანალოგიურად მათთანაც ხდება სამინისტროების გაერთიანება და ყალიბდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული  უწყება. დღეს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და ის საერთო სტრატეგია, რასაც  ჩვენ გაერთიანების შემდეგ ვახორციელებთ. ამ მიმართულებით სომეხ კოლეგებთან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე ვისაუბრეთ  ერთობლივი სამეცნიერო პლატფორმის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში სამეცნიერო პროექტების განვითარებას. სომეხ კოლეგებს ასევე გავუზიარეთ გამოცდილება პროფესიული სასწავლებლების მოდერნიზაციის მიმართულებით  და გავაცანით ის კომპლექსური  რეფორმები, რომელიც განათლების მიმართულებით ხორციელდება. ჩვენ აუცილებლად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და უფრო მეტ ერთობლივ პროექტს განვახორციელებთ, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომლის განხორციელების შემდეგაც აღნიშნულ უწყებას კულტურისა და სპორტის კომპონენტიც ემატება. შესაბამისად, შეხვედრის დროს ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ აღნიშნული საკითხი იყო -  მიხეილ ბატიაშვილმა სომეხ კოლეგას ამ მიმართულებით საქართველოში არსებული გამოცდილება და სტრატეგია გაუზიარა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე