ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეები ფინანსურ განათლებას მიიღებენ

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარების სამომავლო პერსპექტივები და სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელშიც კომიტეტის წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ.

სამოქმედო გეგმის შემუშავება, უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა რა მიზნითაც შეხვედრები და კონსულტაციები კომიტეტის თითოეულ წევრთან გაიმართა. სამოქმედო გეგმა ემსახურება ფინანსური განათლების სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას, რადგან მასში გაწერილია ფინანსური განათლების ის პრიორიტეტული ღონისძიებები, რომლებიც ეროვნული ბანკის კოორდინაციით, კომიტეტის წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ხორციელდება.

ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის N4-ე სხდომაზე კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური განათლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, ფინანსური განათლების პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო, ფინანსური განათლების პროექტები, სასწავლო მასალები და  ფინანსური განათლების ძირითადი კომპეტენციების ჩარჩო.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით უკვე შემუშავდა კურიკულუმი, რომლის მიხედვით ახალი სასწავლო წლიდან, საბაზო საფეხურის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების კუთხით, ფინანსური განათლების კომპონენტსაც შეისწავლიან, რომელიც მოსწავლეებისთვის ყველა საკვანძო მნიშვნელოვან  და ფინანსურ საკითხს მოიცავს.

ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების შესწავლა ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რაც მათ  მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების მიწოდების საჭიროებას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე