ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ახალი მოდელი შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბრიტანეთის მთავრობის „კარგი მმართველობის ფონდის (GGF)“ ფინანსური მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით „პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება“. პროფესიული განათლების სისტემაში მსგავსი მასშტაბის პროექტი პირველად ხორციელდება და იგი მიზნად ისახავს პროფესიულ მასწავლებელთა კარიერული განვითარების მაქსიმალურ ხელშეწყობას, მამოტივირებელი მექანიზმების შემუშავებას, ახალი კადრების სისტემაში მოზიდვას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, პროექტი უზრუნველყოფს პროფესიული პედაგოგების განვითარებას, მათ კარიერულ ზრდას და წინსვლას, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სამინისტროს ძალისხმევა სრულადაა მიმართული სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იქნას სწავლა/სწავლების მაღალი ხარისხი.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოს მთვარობასთან. ვფიქრობ ამ ახალი პროექტით მნიშვნელოვნად გაიზრდება პროფესიული პედაგოგების უნარები, რაც უზრუნველყოფს პროფესიონალი კადრების მომზადებას და გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს. მოუთმენლად ველით პროექტის განხორციელებას“ -აღნიშნა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე