ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც იზრუნებს, განათლების სისტემა გადავიდეს მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე“.

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების რეფორმის ფარგლებში პარტნიორობას უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან იწყებს. განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-სა (IOHK) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერა და IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა მოაწერეს.

„ბლოკჩეინის ტექნოლოგია დღეს მოწინავე ტექნოლოგიაა, რომლის დანერგვა სხვადასხვა სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება. დღეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში მსოფლიოში ლიდერ კომპანიასთან „კარდან ჯგუფთან“ ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს განათლების სიტემაში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვას. პროექტი იქნება უნიკალური იმ კუთხით, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც იზრუნებს განათლების სისტემა გადავიდეს მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი კომპანია ხდება განათლების სისტემის რეფორმის მხარდამჭერი კონკრეტული ტექნოლოგიებით. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, ივლისიდან კი ამერიკელ ექსპერტებთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყება დანერგვაზე“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანას არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ მთელ რიგ პროექტებზე ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფო სერვისები სფეროში. მძლავრი საუნივერსიტეტო სექტორისა და საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ ყველა წინაპირობას ქმნის იქცეს ქვეყანა საერთაშორისო ბიზნეს-ცენტრად. გვიხარია, რომ ამ პროცესის, “მოგზაურობის” ნაწილი ჩვენც ვართ. დარმუწნებული ვარ ერთად განვავითარებთ საქართველოში ბლოკჩეინის ეკო-სისტემას, რაც დაეხმარება ხალხს მათ წინაშე არსებული გამოწვევებვის დაძლევაში.“ - განაცხადა IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა.

თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის პროცესში და „ციფრულ სამყაროსთან" დაახლოებისთვის IOHK-ის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მემორანდუმის ფარგლებში განისაზღვრა როგორც თანამშრომლობის სფეროები, ასევე, პრინციპები და პირობები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე