ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან

23 ივლისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა, სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ, სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ცენტრის თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან. საელჩოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: კულტურის ატაშე იულიუს ცაი, ამერიკელი დიპლომატი კრის დავენპორტი და ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი ლიკა გუმბერიძე.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა (Fulbright U.S. Student Program, ETA- English Teaching Assistant Programs), რომელიც საქართველოში ამერიკელი მასწავლებლების ჩართულობით ხორციელდება. 2020 წლიდან აღნიშნული პროგრამა საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლობით გაგრძელდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს. პროგრამის ძირითადი ბენეფიციარები რეგიონული უნივერსიტეტები იქნებიან.

მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამოქმედო გეგმები დასახეს. სამუშაო პროცესის დასრულების, პროგრამის პირობებისა და ვადების შეთანხმების შემდეგ, უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება ოფიციალურ მემორანდუმს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე