ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

23 სექტემბერიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამასა და მნიშვნელოვან სიახლეებზე დღეს, ორბელიანის მოედანზე ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ისაუბრეს.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს  ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ყოველწლიურად სხვადასხვა თეატრალურ დასს მასპინძლობს. საუკეთესო სპექტაკლების წარდგენასთან ერთად, ეწყობა მათი განხილვები, დისკუსია ახალგაზრდების მონაწილეობით.

წლევანდელ ფესტივალზე ბრიტანული სეზონის UK/Georgia 2019-ის ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, გარდა ამისა, გაიმართება არტ-მარკეტი. თბილისის მერიასთან ერთად კი „თბილისობის“ ფარგლებში “საჰაერო თეატრი  - მუარე გამოცდილება” მოეწყობა. ხოლო 2-6 ოქტომბერი ქართული სპექტაკლების პროგრამას დაეთმობა. 

ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია გვერდზე: http://www.tbilisiinternational.com/

10  წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა უმასპინძლა 170 კომპანიას შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი,  ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი, უკრაინა. ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არის რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი.  პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, მიხეილ ბარიშნიკოვი,  ალვის ჰერმანესი და სხვა.  

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე