ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ იტალიური მხატვრობის სამი საუკუნე ეროვნულ გალერეაში

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გაიხსნა გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ - იტალიური მხატვრობის სამ საუკუნე – გვიანი რენესანსიდან როკოკომდე.

გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება და წარმოდგენილია ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვანი ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების 55 ნამუშევარი.

დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს XVI-XVIII საუკუნეების ჩრდილოეთ იტალიაში არსებული ფერწერის ძირითად სკოლებს – ბოლონიიდან (ჯუზეპე მარია კრესპი) გენუამდე (ჯოვანი ბატისტა პაჯი, ჯოაკინო ასერეტო, ჯოვანი ფრანჩესკო კასტილიონე) და ლომბარდიიდან (პიერ ფრანჩესკო მაცუკელი და პიერ ფრანჩესკო ჩიტადინი) ვენეტომდე (ბონიფაჩო დე' პიტატი, კარლო კალიარი, ფრანჩესკო მაფეი, ნიკოლა გრასი). ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს იმდროინდელი მხატვრობის ძირითადი მიმდინარეობებისა და ჟანრების – პორტრეტის, პეიზაჟისა და ნატურმორტის – ვრცელ პანორამას. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, მასში წარმოდგენილია ყოფის ამსახველი სცენები და ასევე, ანტონიო კანალეტოს ვენეციის ხედების ესკიზები. გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე" პროგრამა "Vivere ALL’italiana"-ს ნაწილს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული გამოფენები საქართველოში 150.000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა უკვე იხილა.

იტალიური ხელოვნების გამოფენების ციკლი საქართველოში ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ქართული მხრიდან ეს ინსტიტუციებია - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი; იტალიური მხრიდან კი - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და იტალიის საელჩო საქართველოში.

გამოფენა მომზადდა იტალიურ კომპანია Glocal Project Consulting-თან ერთად.





ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე