ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში “EURAXESS“-ის წარმომადგენლობა - “EURAXESS GEORGIA“ ფუძნდება

საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, “EURAXESS“-ის წარმომადგენლობა - “EURAXESS   Georgia“  ფუძნდება, რომელიც ხელს შეუწყობს  საქართველოს მჭიდრო  ინტეგრირებას  ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში და ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას. 

2020 წლის თებერვლიდან  “EURAXESS”-ის  პლატფორმაზე გაჩნდება საქართველოს დროშა, რომლის ქვეშ განთავსდება ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიმდინარე პროექტებისა და კონკურსების შესახებ. ქართველ მეცნიერებს ასევე, ექნებათ პირდაპირი წვდომა ევრაქსესის წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან  კვლევით პროექტებზე, მათ შორის პროგრამა “Horizon 2020“-სა და მის ქვეპროგრამებზე. პლატფორმაზე ინტეგრაციისთვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილია გრანტი 200 000 ევროს ოდენობით.

გარდა ამისა, ქართველ მეცნიერებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ “Horizin-Europe”-ის სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში, რაც სამომავლოდ გააუმჯობესებს მათი კვლევების შედეგებსა და ხარისხს.

პორტალ “EURAXESS Georgia“-ზე  ინფორმაცია განთავსდება  ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე. შესაბამისად, აფხაზ მეცნიერებს შეეძლებათ  მასშტაბურ  საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა საქართველოს სახელით მიიღონ.

საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე