ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„მრავალფეროვანი საქართველო“ - ნინოწმინდაში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, გრძელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის ერთ-ერთი მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში, 23 ოქტომბერს ნინოწმინდის კულტურის ცენტრში გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობა, მათ შორის აღინიშნა ცნობილი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანის საიუბილეო თარიღი (დაბადებიდან 150 წელი). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და სომეხმა მწერლებმა, მეცნიერებმა და  ხელოვანებმა - გივი შაჰნაზარმა, მაყვალა გონაშვილმა, ჟორა სნხჩიანმა, ბაღათერ არაბულმა.

ასევე გაიმართა ჰოვანეს თუმანიანის საიუბილეო წიგნი-ალბომის პრეზენტაცია, მისი შემოქმედების დღემდე გამოუქვეყნებელი ტექსტების საზოგადოებისათვის გაცნობა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციების მეშვეობით, ასევე მოეწყო საიუბილეო გამოცემაში შესული ილუსტრაციების ამსახველი ფოტოგამოფენა.

პროექტის დასკვნითი ნაწილის ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრისა  და დედაქალაქიდან ჩასული მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცათ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე