ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „განათლების კომპლექსური რეფორმის განსახორციელებლად სამინისტრომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან 600 მილიონი ლარი მოიზიდა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილმა ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს, სადაც საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით შრომითი ბაზრის შესაბამისობის კუთხით არსებული სიტუაცია, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს.

მიხეილ ბატიაშვილიმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და პანრტიორებს, რომლებიც  რეფორმის განხორციელების პროცესში სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.    

„განათლების კომპლექსური რეფორმის განსახორციელებლად, სამინისტრომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან 600 მილიონი ლარი მოიზიდა. ამ კუთხით, დღევანდელი დღეც განსაკუთრებულია, რადგან,  პროექტი „დასაქმება და პროფესიული განათლება და გადამზადება“ II ფაზის ფარგლებში,   ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ახალ  ხუთწლიანი პროგრამას იწყებენ, რომლის ბიუჯეტი 48.85 მილიონი ევროა (დაახლოებით 156 მილიონი ლარი). უმნიშვნელოვანესია, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით შესაბამისი უნარებისა და პროფესიული განათლების, სწავლების, მეწარმეობის დარგში არსებული მომსახურების და საგანმანათლებლო შესძლებლობების თანხვედრას, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე