ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ნაცნობი და უცნობი ყაზბეგი“ წიგნის პრეზენტაცია

1 ნოემბერს, 19:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: სანაპიროს 4) გაიმართა ალექსანდრე ყაზბეგის კრებულის „ნაცნობი და უცნობი ყაზბეგი“ პრეზენტაცია. კრებული შეადგინეს ელისაბედ ზარდიაშვილმა და ნანა ლატარიამ. პრეზენტაციას უძღვებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე,  წიგნის რედაქტორი – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი,  პროექტის ხელმძღვანელი – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მაკა ელბაქიძე, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ლიტერატორი და მწერალი ზაზა აბზიანიძე.

თხზულებათა კრებული, რომელიც კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულმა ასოციაციამ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად მოამზადა, გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. ის აერთიანებს ალექსანდრე ყაზბეგის როგორც უცნობ, ისე მივიწყებულ თხზულებებს. 

მიუხედავად იმისა, რომ მწერლის ცხოვრებისა თუ შემოქმედების შესახებ არაერთი მკვლევრის ნაშრომია გამოცემული, ალექსანდრე ყაზბეგი ქართველ კლასიკოსთა შორის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი მწერალია. მის სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ მისი თხზულებები რამდენჯერმე გამოიცა, თუმცა არც ერთი კრებული არ არის სრული. საქართველოს სხვადასხვა არქივში ინახება მწერლის ბევრი გამოუქვეყნებელი თხზულება, კერძოდ, ორ ათეულამდე დაუმთავრებელი მოთხრობა,  ამდენივე დასრულებული და დაუსრულებელი პიესა, ლექსები, პირადი წერილები, პიესების გეგმები თუ უბის წიგნაკები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე