ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლევან ხარატიშვილის სამუშაო ვიზიტი მოლდოვის რესპუბლიკაში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა, ევროპის საბჭოს მისიის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან  ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეხვედრების დროს საუბარო შეეხო კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით ეფექტური რეგიონული თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავებასა და ახალი სტრატეგიული მიდგომების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კულტურის, როგორც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორზე.

ლევან ხარატიშვილმა მოლდოველ კოლეგებს კულტურის სფეროს რეფორმირებისა და კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში ქართული მხარის გამოცდილება გაუზიარა; ამ ეტაპზე მოლდოვის რესპუბლიკა „კულტურის სტრატეგია 2030“-ის დოკუმენტზე მუშაობს, რაშიც ქართული გამოცდილების, როგორც ევროპის საბჭოს საუკეთესო მაგალითის გაზიარება და რეკომენდაციები უმნიშვნელოვანესია.

ვიზიტის დროს, ასევე, დაიგეგმა ორ ქვეყანას შორის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე